ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ახალი ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
სანაპირო ზოლზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე და გასახდელი. განთავსდა ტივტივა ეტლები, რომლითაც სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და სპეციალურად გამოყოფილი დამხმარე პერსონალი გაუწევს მომსახურებას.
„ბათუმის ბულვარის მიერ ადაპტირებული საპლაჟო ლოკაციების მოწყობა ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში