21.11.2024

ჰაიტის პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს

ჰაიტიში ქვეყნის პრეზიდენტი ჯოვენელ მოისი მოკლეს – ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. დაჭრილია ჰაიტის პირველი ლედიც.

პრემიერ-მინისტრის, კლოდ ჯოზეფის განცხადებით, ჰაიტის პრეზიდენტი გუშინ, გვიან ღამით საკუთარ რეზიდენციაში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს.

“ოთხშაბათს, 7 ივლისს, დილის 1 საათზე, დაუდგენელი პირთა წრე, მათ შორის ესპანურენოვანი პირები, თავს დაესხნენ პრეზიდენტის კერძო რეზიდენციას, სასიკვდილოდ დაჭრეს სახელმწიფოს მეთაური. ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პირველი ლედი საავადმყოფოშია გადაყვანილი”,- თქვა კლოდ ჯოზეფმა.

ჯერჯერობით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.

თავდასხმა ჰაიტიში პოლიტიკური დაპირისპირებებისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე მოხდა. 

კარიბის ზღვაში მყოფი ქვეყნის ქუჩებში ხშირია სხვადასხვა ბანდებისა და დაჯგუფებების შეტაკებები ერთმანეთთან, ან პოლიციასთან.

მოიზი ჰაიტის პრეზიდენტი 2017 წლიდან იყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img