ვარშავაში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრმა, რომელიც ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს გუნდის მედროშე იქნება ნახევარფინალში უკრაინელი ნადეჟდა დოლოკი 15:5, ფინალში კი ასევე უკრაინელი ალიონა ფედოტა 15:11 დაამარცხა.
კიდევ ერთი მედალი, ამ შემთხვევაში – ბრინჯაო, ქართველმა სპორტსმენმა რაპირაში ფარიკაობით გუშინ მოიპოვა.