25.11.2024

ირაკლი კობახიძე – ღარიბაშილის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები არასერიოზულია

კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კობახიძე აცხადებს, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა უნდა იკისრონ, რომლებიც გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

„რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშილს, კითხვები გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე პოლიტიკური ქულები დაიწერონ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა გამოძიება, გამოძიების ბოლომდე მიყვანა. სამწუხაროდ, არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გამჟღავნება. ეს ადამიანები – ნოდარ მელაძე, „ჭუტა“ და ნიკა გვარამია მორალური ფსკერი არიან. „ჭუტა“, მელაძე და გვარამია მედია არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img