დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს თბილისში გამართულ “პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებდა გამოკითხვაზე პოლიციის სამმართველოში იმყოფება.
მედიაშ გავრცელებული ინფორმაციით, სამმართველოში დეკანოზი ადვოკატთან ერთად მივიდა.
„ვალდებული ხართ, იძალადოთ!“, – ამ განცხადებით სასულიერო პირი პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართავდა.