“იმ დღეს გიყურებდით და დავრწმუნდი, მჯერა რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს დასკვნა გამოვიტანე.” – ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.
“სიმართლე გითხრათ, ბოლო თვეებში პარტია „მოქალაქეებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობიდან გამომდინარე, ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რომ გვძულდეს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ჩვენ აქ არ ვართ არც სიყვარულისთვის, არც სიძულვილისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ აქ ვართ ხალხის სამსახურისთვის და იმ დღეს ჩემი აზრით, თქვენი ბრალი იყო, იმიტომ, რომ თქვენ ხართ სახელმწიფოს მეთაური და პრემიერ-მინისტრი, ზედმეტად ბევრი დრო დაუთმეთ ამ სიძულვილის „პინგ-პონგს“ და ძალიან ცოტა დრო რეალურ პრობლემებსა და მათზე საუბარს,“- განაცხადა ელისაშვილმა.