შსს ყველა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას მოახდენს კანონით დადგენილი წესებით, თუკი ასეთი იქნება, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებებისა და “ალტ-ინფოს” მუქარასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, შსს- ს პრაიდის ღონიძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს და ყველა ზომას მიიღებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული.
„შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის უფლება. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, გვაქვს ჩვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შსს მიიღებს ყველა იმ ზომას რაც კანონით არის გათვალისწინებული”, – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისათვის, „თბილისი პრაიდი“ წელს „ღირსების მარშს“ არ ჩაატარებს და გაიმართება მხოლოდ პრაიდკვირეული, რომელიც მათი ინფორმაციით, არ მოიცავს ღონისძიებებს საჯარო სივრცეში. „თბილისი პრაიდის“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა „ალტ- ინფოც“ და ფესტივალის ჩაშლისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის გამოყვანა დაანონსა.