24.11.2024

ამირან გამყრელიძე – ბავშვების აცრა უფრო მეტად ინტენსიური უნდა გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 100 ათასი ბავშვია და ქვეყანაში ბავშვების ვაქცინაცია უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. 

“700 ათასი ინფიცირებულიდან 100 ათასი ბავშვია. სამწუხაროდ, გვქონდა 8 გარდაცვალების შემთხვევა ამ ორი წლის განმავლობაში. მთლად ასეთი უვნებელი არ არის ეს ვირუსი ბავშვებისთვის. აცრილი ინფიცირებული 9-ჯერ ნაკლებად გადამდებია, ვიდრე აუცრელი. ამიტომ, ბავშვების აცრას, ამ თვალსაზრისით, დიდი პრევენციული ეფექტი აქვს, მოზრდილებთან და ხანდაზმულებთან მიმართებაში. ისინი ნაკლებად გაავრცელებენ დაავადებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბავშვების აცრა უფრო მეტად ინტენსიური უნდა გახდეს და ველით, რომ მშობლების უმეტესობა დათანხმდება და მიიყვანენ ასაცრელად,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img