დეკემბრის შემდეგ, დღეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დღეს დაიღუპა 31 ადამიანი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორი კვირით ჩამორჩება ინფიცირების ზრდის მაჩვენებელს. ამ და სხვა პარამეტრების მიხედვით, ვფიქრობთ, რომ ვართ პიკში. თუ ძალიან არ გავლაღდებით, ორი კვირის შემდეგ ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, კორონავირუსით უნფიცირების 1788 შემთხვევა გამოვლინდა.