დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება ბოლო დღეების განმავლობაში უარესობისკენ მიდის.
“სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ეპიდვითარება ბოლო დღეების განმავლობაში უარესობისკენ დაიძრა. ვიყავით დაახლოებით პლატოზე და ახლა ბოლო 1 კვირაა ყველა მაჩვენებელი ზემოთ მიდის. დღეს ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დღეს ჩვენ უკვე მიწოდების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნილების დეფიციტი. რომ შეხვალთ Booking-ის საიტზე, ნახავთ, რომ მაგალითად სინოფარმზე ცრის დღეს 162 ბრიგადა ქვეყნის მასშტაბით და ძალიან ბევრგან არის დაუჯავშნელი. დღეს ღიაა დაახლოებით 80 000-მდე დასაჯავშნი ადგილი 19 ივლისამდე. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, დავჯავშნოთ, ან უკვე ხვალიდან ალბათ ჩვენს საიტზე გამოქვეყნდება რომელ დაწესებულებაში რამდენი ადგილია, შეუძლიათ მიბრძანდნენ და წინასწარი დაჯავშნის გარეშე აიცრან.” – განაცხადა გამყრელიძემ.