22.11.2024

ამირან გამყრელიძე ხვალ „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ხვალ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს. ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 09:30 საათზე აიცრება, – ამის შესახებ „ვებგაზეთს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში პირველი იქნება, ვინც ჩინური წარმოების ვაქცინას გაიკეთებს.

შეგახსენებთ, “სინოფარმით” ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან იწყება. აღნიშნული ვაქცინის გაკეთება საქართველოში 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ. ქვეყანაში “სინოფარმის” 100 000 დოზა რამდენიმე დღის წინ შემოვიდა

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img