22.11.2024

ანა ბუჩუკური – ნედ პრაისის განცხადება არის პასუხი „ქართული ოცნების“ ისტერიკულ, ღია თავდასხმასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე

ნედ პრაისის განცხადება არის პასუხი „ქართული ოცნების“ ისტერიკულ, ღია თავდასხმასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე – „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია, რომ დაიცვას ივანიშვილის ფული და ამისთვის მზად არის რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყნის საგარეო კურსი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურის განცხადებით, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ შანტაჟის ენით საუბარი სტრატეგიულ პარტნიორებთან იმუშავებდა.

“აშშ-მა “ქართულ ოცნებას” დიპლომატიის ელემენტარული წესები შეახსენა, რომ ელჩზე თავდასხმა კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს, სამარცხვინოა, რომ ამის შეხსენება სჭირდება ხელისუფლებას.

ნამდვილად არ იყო მოულოდნელი, ეს არის პასუხი მთელ ამ ისტერიკულ, ღია თავდასხმაზე, რაც მოვისმინეთ, რასაც “ქართული ოცნება” აწარმოებს პარტიული და სახელმწიფო აპარატით და ამ ანტიდასავლურ პროპაგანდაში მოსამართლეებიც უკვე აქტიურად ჩართეს. “ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანია, რომ დაიცვას ივანიშვილის ფული და ამისთვის მზად არის რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყნის საგარეო კურსი. ალბათ, თვლიან, რომ შანტაჟის ენით საუბარი სტრატეგიულ მოკავშირეებზე იმუშავებს,”- განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისათვის, აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ- ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორობს შორის არსებულ კომუნიკაციას. მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img