23.11.2024

ანა დოლიძე – მოძრაობა „ხალხისთვის“ და „პროგრესის ცენტრი“ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას მიმართავს

ანა დოლიძე – მოძრაობა „ხალხისთვის“ და „პროგრესის ცენტრი“ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას მიმართავს, რომ გამოიყენონ სარეზერვო ფონდები და დაუფინანსოთ სწავლის საფასური მათსავე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც კოვიდ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო საგანგაშო გახდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, 75 099 სტუდენტის აქვს სტატუსი შეჩერებული, აქედან ფინანსური დავალიანების გამო სწავლას ვერ აგრძელებს 29 799 სტუდენტი. მხოლოდ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან 30 დეკემბრამდე, 29 342 სტუდენტი დარჩა უმაღლესი სასწავლებლის მიღმა, საიდანაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულია 12 027 ახალგაზრდა. პანდემიის დროს გამწვავებულმა ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა, რაც უმთავრესად სამუშაო ადგილების დაკარგვას უკავშირდება, ათასობით სტუდენტს დაუკარგა კონსტიტუციით მინიჭებული განათლების უფლება. ამ პრობლემის გააქტიურება კი უშუალოდ უკავშირდება ,,,პროგრესის ცენტრის“ და ანა დოლიძე – მოძრაობა ,,ხალხისთვის“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებს თუ საპროტესტო აქციებს.

ამ ბრძოლის ერთ-ერთი შედეგია თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დამატებით დაფინანსდება სოციალურად დაუცველი 2 000-ზე მეტი სტუდენტი. ამ დადებითმა ნაბიჯმა, შესაძლებელია უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, თუ ყველა მუნიციპალიტეტი მოინდომებს და გვერდში დაუდგება სწავლის მსურველ ახალგაზრდებს. ამიტომ, მოგმართავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობას! თქვენ გაქვთ ბერკეტი, უფლებამოსილება და რესურსები, პანდემიის გამო შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, დაუფინანსოთ სწავლის საფასური თქვენივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტუდენტებს.

სოციალური უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხოლო, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტი მოიცავს სარეზერვო ფონდებს, რომლის ერთ-ერთი მიზანია ეპიდემიების დროს წარმოქმნილი ხარჯების დაფარვაც. აქედან გამომდინარე, სურვილის და მონდომების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გვერდით დაუდგეთ ახალგაზრდებს, რომლებიც თქვენი მუნიციპალიტეტის და მთლიანად ქვეყნის მომავალია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img