25.11.2024

ანა ნაცვლიშვილი – გიორგი გახარია არის „ქართული ოცნება 2“, თავისი არსით, გეგმით, წარსულით და მომავლით

ქვეყნის მთავარი პრობლემა არის თვალთმაქცობა, რომელსაც მათ შორის, ახლა მიმართავს ბატონი გახარია, ის არის „ქართული ოცნება 2“, თავისი არსით, თავისი გეგმით, თავისი წარსულით და თავის მომავლით – ამის შესახებ საპარლამეტო ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არის “ქართული ოცნება 2” და არის იმ რეჟიმის შემოქმედი, რაზეც ახლა ამბობს, რომ აღარ მოსწონს.

„როდის ატყუებდა ის ქართველ ამომრჩეველს, როცა “ქართული ოცნების” დროშის ქვეშ ასპარეზობდა და არწმუნებდა საზოგადოებას, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი არჩევანი თუ ახლა ატყუებს, როცა ვითომ გაემიჯნა, ვითომ დაგმო და თვალი აეხილა იმ პრობლემებზე, რომელთა შემოქმედიც დიდწილად თვითონ არის, როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი. ის არის „ქართული ოცნება 2“, თავისი არსით, თავისი გეგმით, თავისი წარსულით და თავის მომავლით,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img