არ მინდა, ცხოვრებაში ოდესმე დავდგე იმ ვითარების წინაშე, როდესაც დავთმობ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობას, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ზურაბ ადეიშვილი როგორი პროკურორი იყო ამაზე ბევრი შეფასება მქონდა, მაშინაც, როდესაც მთავარი პროკურორი იყო და ცხადია, დღესაც იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პერიოდის მთავარი პროკურორი.
მოქალაქე ადეიშვილი რას გადაწყვეტს, ეს მისი უფლებაა, არ მინდა, ცხოვრებაში ოდესმე დავდგე იმ ვითარების წინაშე, როდესაც დავთმობ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს თავისივე სურვილით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.