პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. ევროპარლამენტარი წერს, რომ მიუღებელია პარტიის ოფისში შეჭრისა და ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება.
„პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არ შეიძლება მოგვარდეს ძალით, აგრესიითა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო, ჩვენ ყველანი სხვა საქართველოზე ვოცნებობთ“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ანა ფოტიგამ.