გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 20 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
22 აგვისტოს კი, გერმანიის კანცლერი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩადის, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება.