26.11.2024

ანიტა რაჭველიშვილი – მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! წულუკიანი უნდა წავიდეს! არ მეშინია და ზეწოლა ვერ გამაჩუმებს!

„მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! “საქართველოისტი” ვარ. წულუკიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან! არ მეშინია და ზეწოლა ვერ გამაჩუმებს!

მე არასდროს წავალ პოლიტიკაში, რადგან მე ვარ ხელოვანი, ხელოვანი, რომელსაც თავისი ქვეყანა და ხალხი სიგიჟემდე უყვარს და ქვეყნისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ყოველთვის იბრძოლებს, – ამის შესახებ ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

„უსამართლობასთან, დიქტატურასთან და კორუფციასთან ბრძოლა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. 9 წელი სად იყავიო, რომ მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ ის 9 წელი ჯერ სტუდენტი ვიყავი და მერე ახალი დამწყები მომღერალი. ყველაფერს ვაპროტესტებდი მაშინაც, რასაც წინამორბედი მთავრობა აკეთებდა და ვაფასებდი ყველა მათ გაკეთებულ დიდ საქმესაც. არასდროს არ ვიქნები არც ერთი მთავრობის თაყვანისმცემელი, მაგრამ კარგს ყოველთვის დავაფასებ და ცუდს არ ვაპატიებ. ვოცნებობ, რომ საქართველოში გაჩნდეს პოლიტიკოსი, რომელიც იზრუნებს ხალხსა და მომავალზე და რომელიც საკმარისად ჭკვიანი იქნება იმისთვის, რომ ერთი მარტივი რეალობა აღიქვას: რაც უფრო დიდხანს და წარმატებულად ემსახურები შენს ხალხსა და ქვეყანას, მით უფრო დიდხანს იქნები მთავრობაში და ამისგან მხოლოდ მოიგებ შენც და ერიც. წინა მთავრობას მხოლოდ იმის დამტკიცება უნდა, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან და ამის გასაკეთებლად ყველაფერზე წამსვლელებიც არიან. ახლანდელები კი იმდენად ჩაფლულები არიან კორუფციაში, ღალატსა და აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმში, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ მართვა და ქვეყანას სინათლის სიჩქარით ანადგურებენ. არ ვდგავარ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე. მე ვემიჯნები აბსოლუტურად ყველაფერს, რაც „ქართულ ოცნებას“ ეხება. „ქართულ ოცნებაზე“ უარესი მთავრობა საქართველის ისტორიაში არ გვყოლია. ოლიგარქმა შეისყიდა საქართველო და გადაგვცა პუტინს! სიბოროტეს განასახიერებს „ქართული ოცნება“ ჩემს თვალში. ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში ჩარევა.

მე არასდროს წავალ პოლიტიკაში, რადგან მე ხელოვანი ვარ, ხელოვანი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი და ყოველთვის იბრძოლებს თავისი ქვეყნისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე.

წულუკიანს და მის კრიმინალ კოლეგებს ბოდიშებს არ ვუხდი ამით! ისევ ისე მიმაჩნია რომ წულუკიანის ადგილი არ არის კულტურის სამინისტროში და ამ კრიმინალური მთავრობის ადგილი ციხეშია. ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოს სცენაზე, სანამ ეს ძალიან არაჰუმანური ქალბატონი მართავს ჩემს სფეროს! წულუკიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან! არ მეშინია და ზეწოლა ვერ გამაჩუმებს!

მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! “საქართველოისტი” ვარ და იცით რატომ? იმიტომ. ის იქნება ჩემთვის ღირსეული, ვინც ჩვენზე და ქვეყანაზე იზრუნებს!“,- წერს ანიტა რაჭველიშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img