24.11.2024

ანრი ოხანაშვილი აშშ-ს ელჩზე – ჩვენ ვიღებთ პარტნიორების რჩევას, თუმცა ეს არის დეგნანის სუბიექტური შეფასება

კელი დეგნანის შეფასებას 5-6 ივლისის მოვლენებზე, უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ აშშ-ის ელჩის განცხადება სუბიექტურია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კელი დეგნანის შეფასება სუბიექტურია და ირაკლი ღარიბაშილს “არ აკლია ლიდერობა”.

“მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილს არ აკლია ლიდერობა. ჩვენ ვიღებთ პარტნიორების რჩევას, თუმცა ეს არის დეგნანის სუბიექტური შეფასება,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, ამიტომ გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ დაინახეს უფრო ძლიერი ლიდერობა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img