24.11.2024

არესტოვიჩი – „ლენდ ლიზის“ ტემპმა არ გაამართლა, გერმანია აჭიანურებს საბრძოლო ტექნიკის გადაცემას და ირიბად დამნაშავეა, რაც ფრონტზე ხდება

უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე არსებული ვითარება ირიბად გერმანიის ბრალია, რომელმაც ამ დრომდე არ გადასცა უკრაინას შეიარაღება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ლენდ ლიზის“ ტემპმა არ გაამართლა. ამასთან, არესტოვიჩის განცხადებით, არ გაამართლა, არა აშშ-სა და ბრიტანეთის შეიარაღების, არამედ გერმანული შეიარაღების გამო.

არესტოვიჩის თქმით, უკვე დიდი ხანია, რაც გერმანიის ბუნდესტაგის ქვედა პალატამ კენჭი უყარა მძიმე შეიარაღების გადაცემის საკითხს. არესტოვიჩის თქმით, გეპარდები, ჰაუბიცები და სხვა მძიმე შეიარაღება უკრაინას დროულად რომ ჰქონოდა, ახლა გაცილებით სხვა მდგომარეობა იქნებოდა.

„ფაქტობრივად, გერმანული მხარე აჭიანურებს საბრძოლო ტექნიკის გადაცემას და ირიბად არის დამნაშავე იმაში, რაც ფრონტზე ხდება. რომ გვყავს გამოფიტული დანაყოფები, განადგურებული შეიარაღებით. რუსულ შეიარაღებასთან შეფარდებით მინორულ პოზიციაში არიან, განსაკუთრებით არტილერიაში“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

როგორც არესტოვიჩი განმარტავს, შეიარაღების არქონის გამო, უკრაინა საპასუხო დარტყმებს ვერ აყენებს საოკუპაციო ძალებს, იმ დროს, როდესაც რუსული არმია ისკანდერებით, ურაგანებითა და სმერჩით არტყამს მათ შეიარაღებას, რომელიც ვერ უტოლდება რუსულს.

„რუსული არმია უკრაინაში ახლა ტაქტიკურ წარმატებას განიცდის, რომელიც შესაძლოა, გადაიზარდოს ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მიმართულებით ოპერატიულად“, – აცხადებს არესტოვიჩი.

მისი თქმით, ევროპა სერიოზულ კრიზისში შედის, ეს კრიზისი კი პირდაპირ აისახება უკრაინელ საზოგადოებაზე. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი განმარტავს, ევროკომისია ევროპის ცალკეული ქვეყნებისგან პრინციპულად განსხვავებულ პოზიციას იკავებს, ის პროუკრაინულია და ამბობს, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და პუტინის აგრესია აუცილებლად უნდა დამარცხდეს.

„ევროპის ცალკეული ქვეყნები, ორმხრივ დონეზე კი თავს იძვრენენ და მათ შორის გვიწევენ აუცილებელ სამხედრო დახმარებასაც. საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი და იტალია მშვიდობას ემხრობიან, მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებები ერთი მიზეზით – დათმობები პუტინთან. მოდით, დავუთმოთ მას ბოლოს და ბოლოს. შერიგდებით, ავაშენებთ ახალ ევროპას, შევთანხმდებით და ყველაფერი კარგად იქნება“, – აცხადებს არესტოვიჩი.

მისი თქმით, ძალიან ბევრს სურს აწარმოოს ბიზნესი როგორც ადრე – „მაგრამ კიდევ უფრო მეტს დასავლეთში ასეთი განწყობა აქვს – ჩვენ არ ვართ მზად იმ მშვიდობისთვის, სადაც რუსეთი დამარცხებულია“, – აღნიშნავს მრჩეველი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img