29.04.2024
- Advertisement -spot_img

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს – რა ღონისძიებებია დაგეგმილი?

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. „ევროპისკენ“ – წლევანდელი 26 მაისის მთავარი გზავნილია. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყება. ზუსტად 12:00 საათზე კი, წვევმდელები საზეიმოდ ფიცს დადებენ. ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდება.

რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, სადაც სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. დღესასწაული გალა კონცერტით დაიხურება, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო.

26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. 104 წლის წინ ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა. საქართველო თავისუფლების დაბრუნებას კიდევ 70 წელი ელოდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img