უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ოკუპანტებს სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდება სურთ.
არესტოვიჩის თქმით, რუსები ცდილობენ “ნიკოლაევის ჩრდილოეთით წინსვლას და სამხრეთ უკრაინის ელექტროსადგურის მიმართულებით შემოტრიალებას, რათა სცადონ მისი ხელში ჩაგდება, როგორც ზაპოროჟიის ელექტროსადგური”.
არესტოვიჩის აზრით, ნიკოლაევის ჩრდილოეთით გავლა არც ისეთი იოლი იქნება, როგორც ეს რუსებს ჰგონიათ.