21.11.2024

არის თუ არა “ქართული ოცნება” რუსეთის მოკავშირე? ამერიკელი დიპლომატის პასუხი TV პირველის წამყვანებს

პოლიტიკური პარასკევის წამყვანის შეკითხვაზე არის თუ არა “ქართული ოცნება” რუსეთის მოკავშირე, ამერიკელმა დიპლომატმა და აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ უპასუხა -” არა, მე ასე არ ვფიქრობ, ელჩის რანგში სამწლიან გამოცდილებას ვეყრდნობი როცა ვმუშაობდი მმართველ პარტიასთან და ისინი ერთგულნი არიან ნატოში გაწევრიანების, ევროკავშირში გაწევრიანების. არსებობს განსხვავება ამ მთავრობასა და წინა მთავრობას შორის, ქართული ოცნების მთავრობა უფრო გახსნილია დიალოგისთვის, იმისთვის რომ გახსნილი იყოს დიპლომატიური არხები, მაგრამ მე პარტია “ქართულ ოცნებას” და საქართველოს მთავრობას ვერ ვუწოდებდი რუსეთის მოკავშირეს. არ ვფიქრობ რომ ამის მამტკიცებელი არსებობდეს” – განაცხადა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ ტვ პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ამერიკელმა დიპლომატმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა ივანიშვილსა და სააკაშვილზე -” არის ორი ფიგურა, რომლებც დაკავშირებულები არიან პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ არ აქვთ ანგარიშვალდებულება ამომრჩევლებთან. არ მგონია, რომ ეს ჯანსაღი სიტუაციაა ” აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი და აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში.

https://fb.watch/4uu8gzBpTq/

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img