აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებას არ იცნობს და მასზე ვერ ისაუბრებს.
ელჩის თქმით, მას არ შეუძლია დაადასტუროს „ჭორები“, რადგან არ იცის, რაზე საუბრობს ის.
„მესტიასა და ზუგდიდში ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს ვსტუმრობ. თვალყურს არ ვადევნებ თბილისში, რაც ხდება და ეს საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის ერთ-ერთი მშვენიერი რამაა. მე არ შემიძლია დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი რაზე საუბრობს ის“, – აღნიშნა ელჩმა.