შშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შტატები საქართველოს სასამართლოს პროგრამებით უჭერს მხარს და ეს არაპარტიული, არაპოლიტიკური დახმარებაა.
„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სასამართლოს პროგრამებით უჭერს მხარს, რომლებიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მოუწოდა, მცირე განცხადება გაევრცელებინა, რომელიც გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლეზე „სპეკულაციებს დაასრულებდა“. მისი თქმით, ოპოზიცია დემაგოგობს, როცა ამბობს, რომ აშშ-ის საელჩომ ლაშა ჩხიკვაძე გვარამიას საქმის გამო მოხსნა პროგრამიდან. პროგრამის ფარგლებში, მოსამართლე ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა წასულიყო.