24.11.2024

აშშ-ის სურსათის მედიკამენტების მრჩეველთა კომიტეტმა „მოდერნას“ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების მრჩეველთა კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინის 65 წლიდან ასაკის, ვირუსის მძიმე ფორმით დაავადების ან დაინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში გამოყენების რეკომენდაციას.

მათი განცხადებით, „მოდერნას“ ვაქცინის შესახებ არსებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დამატებითი დოზა დამცავი ანტისხეულების რაოდენობას ზრდის.

რეკომენდაციის თანახმად, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით იმ ადამიანების აცრა უნდა მოხდეს, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა მინიმუმ 6 თვის წინ გაიკეთეს.

თუკი სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ვაქცინის დამატებითი დოზის გამოყენებას დაეთანხმება, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს იმასთან დაკავშირებით, ვის უნდა მიიღოს ის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img