25.11.2024

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას კომპანია Merck&Co კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციისთვის მიმართა

Reuters-ის ინფორმაციით, კორპორაციამ Merck & Co აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციისთვის მიმართა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ მინიჭებულმა ავტორიზაციამ შესაძლოა COVID-19– ის კლინიკური მენეჯმენტი შეცვალოს, რადგან აბების მიღება სახლშიც იქნება შესაძლებელი.

Merck-ი 2021 წლის ბოლომდე მედიკამენტის 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის წარმოებას გეგმავს. კლინიკური კვლევის შუალედური შედეგების თანახმად, პრეპარატი Molnupiravir-ი კოვიდპაციენტების სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს დაახლოებით 50 %-ით ამცირებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img