22.11.2024

აზერბაიჯანი დავითგარეჯისკენ კაპიტალური გზის მშენებლობას აგრძელებს – რას წერენ აზერბაიჯანული გამოცემები

”ქე­შიქჩი­და­ღის“ სა­ხელ­მწი­ფო ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ნაკ­რძა­ლი­სა­კენ ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა შენ­დე­ბა“, – იუ­წყე­ბი­ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, კერ­ძოდ “ხალკ გა­ზე­თი“ («Xalq qəzeti»//”სა­ხალ­ხო გა­ზე­თი“) და ქვეყ­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმოწ­მებს და აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: “ახა­ლი გზა “ქე­შიქჩი­და­ღი­სა­კენ“. აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ და­ვით­გა­რე­ჯის ქარ­თულ სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი “ქე­შიქჩი­დაღს“ უწო­დე­ბენ.

გთა­ვა­ზობთ მა­სა­ლას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

“იმ ღო­ნის­ძი­ე­ბათ გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს მიერ შე­მუ­შავ­და და რომ­ლის მი­ხედ­ვით 2021 წელს გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რე­კონ­სტრუქ­ცია და კა­პი­ტა­ლუ­რი აღ­დგე­ნა უნდა მოხ­დეს, აღსტა­ფის რა­ი­ონ­ში სტარ­ტი მი­ე­ცა კომ­პლექ­სურ სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო და აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ოს – ახა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ნაკ­რძა­ლი­სა­კენ – “ქე­შიქჩი­და­ღი­სა­კენ” მი­დის.

ახა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა იწყე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ავ­ტოგ­ზის “აღსტა­ფა-ფო­ი­ლო-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის“ 38-ე კი­ლო­მეტრზე. გზის სიგ­რძე იქ­ნე­ბა 32 კი­ლო­მეტ­რი და აი­გე­ბა “II ტექ­ნი­კუ­რი დო­ნის“ სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად. პრო­ექ­ტის ჩარ­ჩო­ებ­ში მი­წაყ­რი­ლის სი­გა­ნე იქ­ნე­ბა 15 მეტ­რი, ხოლო ას­ფალტ-ბე­ტო­ნის სა­ფა­რი­სა – 9 მეტ­რი.

“ქე­შიქჩი­და­ღის“ სა­ხელ­მწი­ფო ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ნაკ­რძა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, [რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ის­ტო­რი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი] VI სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი, ახა­ლი გზა დიდ როლს შე­ას­რუ­ლებს არა­მარ­ტო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის შექ­მნი­სათ­ვის, არა­მედ მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის­თვის – პო­ტენ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვი­საც.

სხვა­თა შო­რის, იმა­ვე “ხალკ გა­ზეთ­ში“ ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია პუბ­ლი­კა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა “ქე­შიჩ­ქი­და­ღის” ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მშე­ნებ­ლო­ბი­სას ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბი იპო­ვეს, რაც, მათი მტკი­ცე­ბით, ადას­ტუ­რებს იმას, რომ “ქე­შიჩ­ქი­და­ღი” მი­ე­კუთ­ვნე­ბა გვი­ან­დე­ლი ბრინ­ჯა­ო­სა და ად­რე­უ­ლი რკი­ნის ხა­ნა­ში (მე­ო­რე ათას­წლე­უ­ლი ჩვენს ერამ­დე) არ­სე­ბულ ხო­ჯალ-გი­ა­და­ბე­ის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ კულ­ტუ­რას.

წყარო: ambebi.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img