23.11.2024

“აზოვი” – რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ, დაამტკიცონ „აზოვის“ მონაწილეობა დუგინას ავტომობილის აფეთქებაში – ტერორისტული თავდასხმა „აზოველების“ “ტრიბუნალისთვის” მომზადებაა

“აზოვის” პოლკი დარია დუგინას მკვლელობის ბრალდებას ტელეგრამის ოფიციალურ არხზე გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ოფიციალური მოსკოვის აღნიშნული ბრალდება ემსახურება იმას, რომ რუსეთში გამყარდეს საზოგადოებრივი აზრი “აზოვის” პოლკის ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების წინააღმდეგ დაგეგმილი “ტრიბუნალის” აუცილებლობის შესახებ.

“ქალს, რომლის სახელი და სამხედრო პირადობის მოწმობა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა რუსი პროპაგანდისტის, დუგინის ქალიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის გამოძიების შესახებ, არანაირი კავშირი არ აქვს “აზოვის” პოლკთან და ის არასდროს ეკუთვნოდა ჩვენს დანაყოფს.

ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ მონაწილეობა დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებაში, რეალურად სხვა არაფერია თუ არა მათი მორიგი „სავიზიტო ბარათი“. თავად ტერორისტული თავდასხმა კი არის „აზოველების“ “ტრიბუნალისთვის” მომზადება. აღნიშნული ქმედებით რუსეთი ამძაფრებს თავისი მოქალაქეების საზოგადოებრივ აზრს ასეთი სასამართლოს აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინელი სამხედროების ამ უკანონო სასამართლო პროცესს და მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, შეაჩეროს ეს პროცესი და გააკეთოს ყველაფერი, რათა არ განხორციელდეს ე.წ. „ტრიბუნალი“, – ნათქვამია “აზოვის” პოლკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. რუსული სპეცსამსახურების თქმით, დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, რომელიც, ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, არის “აზოვის” პოლკის წევრი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img