მარიუპოლის დაჭრილ მებრძოლებს თვითგადარჩენა მედიკამენტების გარეშე და ანტისანიტარიის პირობებში უწევთ. „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი დამცველების ფოტოები „აზოვის“ პოლკმა გაავრცელა.
„მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ უნდა ნახოს ის პირობები, რომელშიც იმყოფებიან დაჭრილი და დასახიჩრებული დამცველები და იმოქმედონ! მებრძოლები არიან სრულ ანტისანიტარიაში ღია ჭრილობებით, გადახვეული არასტერილური ბინტის ნარჩენებით, შესაბამისი მედიკამენტებისა და საკვების გარეშე“, – განაცხადეს „აზოვში“.
სამხედროებმა გაეროსა და წითელ ჯვარს მიმართეს მოთხოვნით „აჩვენონ მათ ჰუმანურობა და დაამტკიცონ ის ძირეული პრინციპები, რომლებზეც ისინი შეიქმნა“ და გადაარჩინონ დაშავებული ადამიანები, რომლებიც აღარ იღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.
„სამხედრო მოსამსახურებმა, რომლებსაც თქვენ ფოტოებზე ხედავთ და კიდევ ასობით სხვამ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე – მძიმე დაზიანებებით, თავისი სიცოცხლის ფასად, დაიცვეს უკრაინა და მთელი ცივილიზებული სამყარო“, – ნათქვამია განცხადებაში.