„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც თბილისის საკრებულოში პარტიული სიის პირველი ნომერია, საკრებულოს პირველ სხდომაზე არ მივიდა.
ბადრი ჯაფარიძე საკრებულოს მანდატს ტოვებს. სავარაუდოდ, საკრებულოში მას „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე შეცვლის.
ცნობისთვის, თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. სხდომას 43 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთაგანაც 27-მა მას მხარი დაუჭირა, თავი 1-მა დეპუტატმა შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.