- კახაბერ გვანცელაძე: თუ საბავშვო ბაღში მყოფ ბავშვს ტემპერატურა დაუფიქსირდება, ე.წ. საიზოლაციო ოთახში გადაიყვანენ
,, იმ შემთხვევაში, თუ კოვიდინფექცია ბაღში დაფიქსირდება, ჩვენ გვაქვს პროტოკოლი და დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთად ვღებულობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს” – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გვანცელაძემ აღნიშნა, რომ თუ ბავშვს ტემპერატურა დაუფიქსირდება, ე.წ. საიზოლაციო ოთახში გადაიყვანენ.
„თუ ბავშვს დაუფიქსირდა ტემპერატურა, ის გადაგვყავს ე.წ. საიზოლაციო ოთახში, სადაც კვლავ ეზომება ტემპერატურა. ამის შემდეგ უკვე გონივრულ ვადაში ვთხოვთ მშობლებს, გამოცხადდნენ ბაღში, გაიყვანონ ბავშვი და
მიმართონ 112-ს. იმ შემთხვევაში, თუ კოვიდინფექცია ბაღში დაფიქსირდება, ჩვენ გვაქვს პროტოკოლი და დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთად ვღებულობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გვანცელაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეიდან 12 ოქტომბრიდან ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განხლდება.