22.12.2024

ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონებისთვის სანქციების დაწესების შესახებ

ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს სანქციები დაუწესა.  

ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს აშშ-ს მიერ ახალ ინვესტიციებსა და სხვა ფინანსურ საქმიანობას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. ამასთანავე, იკრძალება ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან, პირიქით – ამერიკიდან სეპარატისტულ რეგიონებში ექსპორტს.

“უკეთ რომ განვმარტო, ეს ზომები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში”. – განმარტა თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ. 

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება არღვევს უკრაინის სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img