BBC-ის ინფორმაციით, სევეროდონეცკში აფეთქება მოხდა და ავიადარტყმამ ქიმიური აფეთქება გამოიწვია.
გამოცემის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სევეროდონეცკში აზოტის მჟავას კონტეინერის აფეთქება, სავარაუდოდ, საჰაერო თავდასხმის შედეგად მოხდ და შესაძლოა ადამიანებს აფეთქებიდან 400 მეტრის მანძილზე საფრთხე შეექმნათ.
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის თქმით, ამ დროისთვის, სევეროდონეცკში დარჩენილი 15000 მაცხოვრებლიდან რომელიმეს ევაკუაციის შესაძლებლობა არ არსებობს – რადგან ის რუსების მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება:”რუსები არ უზრუნველყოფენ ჰუმანიტარულ დერეფნებს”.
“ქალაქის 70-80 პროცენტს რუსული არმია აკონტროლებს. მეზობელი ქალაქი ლისიჩანსკი უკრაინის სრული კონტროლის ქვეშაა”, – აცხადებს გაიდაი.