04.12.2024

ბექა დავითულიანი ბიბილოვის განცხადებაზე – სამწუხაროდ, კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ

როგორც ჩანს, პროვოკაციები საქართველოს მიმართ გააქტიურდება და ჩვენ სამწუხაროდ, კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი ტქმით, ბიბილოვის ამ განცხადებაზე რუსეთის რეაქცია იქნება საქართველოსთვის ერთგვარი მესიჯი. მისივე თქმით, ამაზე საქართველომ რეაგირება საერთაშორისო ბერკეტებით უნდა მოახდინოს.

„ეს არ არის პირველი განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დაველოდოთ ასევე რა რეაქცია ექნება რუსეთს ამაზე, ეს ისედაც არის მესიჯი და რუსეთის პოზიცია იქნება დამატებით მესიჯი საქართველოს მიმართ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურით, ამავდროულად, გავითვალისწინოთ უსაფრთხოების მაღალი რისკები და ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ქვეყანა ამ მძიმე ვითარებიდან, რაც რეგიონშია შექმნილი, გამოვიყვანოთ მოგებული და არა კიდევ უფრო დაზიანებული. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და იმედი გვაქვს ამის შესაძლებლობებს რეგიონში შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი მოგვცემს.

თავისთავად ბიბილოვის მხრიდან გაკეთებული განცხადება უკანონოა, არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ შეიცავს, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის სეპარატისტული რეჟიმი, არავითარი კანონიერი საფუძველი და რაიმე რეალური პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ. რუსეთის რეაქციაც ამ ნაბიჯზე იქნება მესიჯი ჩვენს მიმართ, აუცილებლად ბიბილოვის განცხადებასაც და რუსეთის ამ რეაქციასაც მოჰყვება საპასუხო რეაქცია ჩვენი მხრიდან იმ შესაძლებლობებით რაც დღეს საქართველოს გააჩნია. საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა რეაგირება მოახდინოს საერთაშორისო ბერკეტებით მსგავს ნაბიჯებზე“, – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისათვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img