სამართალდამცავებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, წურწუმია და ყორშია ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს ორი პირი – რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით ედავებიან.
ნუგზარ წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, დანარჩენი ორი პირის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხობში ერთ-ერთ სუპეარკეტთან მოხდა, სადაც დაკავებული პირები პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილნენ.