22.11.2024

ბიძინა კულუმბეგოვი – ხდება შიდა საზოგადოებრივი გავრცელება…მესამე ტალღა გარდაუვალი იქნება

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები აღარ მალავენ, რომ ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღის ეტაპზეა და შესაძლოა საჭირო გახდეს სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში COVID-19-ის შიდა საზოგადოებრივი გავრცელება მიმდინარეობს და ვერც ვაქცინაციის პროცესია ისეთი წარმატებული, რომ ვირუსის გავრცელების ტალღაზე გავლენა მოახდინოს. როგორც ბიძინა კულუმბეგოვი „კურიერთან” აცხადებს, თუ ადამიანები ამას მაღალი შეგნებით არ მოეკიდებიან, მესამე ტალღა გარდაუვალია.

„რეპროდუქციული მაჩვენებელი 1-ზე ზემოთ არის, ანუ საქართველოში ხდება შიდა საზოგადოებრივი გავრცელება.

შესაბამისად, შემაკავებელი ღონისძიებები ამ დროს არის მხოლოდ და მხოლოდ პირბადე, დისტანციის დაცვა, ვაქცინაციის პროცესი და მობილობის შეზღუდვა. ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში რეალურად მობილობა შეზღუდული არ გვაქვს. ძალიან ნაადრევად, მე ასე მიმაჩნია, რომ იქნა მოხსნილი ეს ყველაფერი.

მეორეს მხრივ ვაქცინაცია ვერ არის ისეთი წარმატებული, რომელსაც ტალღაზე შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს. რეალურად დავრჩით პირბადის ამარა.

თუ ამას ადამიანები ძალიან მაღალი შეგნებით არ მოეკიდებიან და კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, მაშინ რეალურად ეს მესამე ტალღა არის გარდაუვალი,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img