17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 911 877 აცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 010 739 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %. სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 31.5%.
16 ოქტომბერს აიცრა 4 681 ადამიანი.