დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში 211 ხმით 148 ხმის წინააღმდეგ უპირატესობა მოიპოვა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება.
ცნობისათვის, უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად კოვიდ რეგულაციების დარღვევით ჩატარებული წვეულებას მიიჩნევდნენ, რომელიც მკაცრი ლოკდაუნის დროს გაიმართა დაუნინგ სტრიტის ბაღში.
კენჭისყრის ჩატარება 54-მა კონსერვატორმა დეპუტატმა მოითხოვა.
წვეულება მაშინ ჩატარდა, როდესაც ქვეყანაში პანდემიის გამო რეგულაციები დაწესებული და ხალხმრავალი შეკრებები აკრძალული იყო.
თანამდებობის დატოვებისთვის სულ მცირე 180 კონსერვატორის ხმა იყო საჭირო.