23.11.2024

ბორის ჯონსონი – უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს!

მნიშვნელოვანია, ბრიტანეთმა განაგრძოს იმის ჩვენება, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში უჭერს მხარს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათთან ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში და ვაძლევთ იმ სტრატეგიულ მედეგობას, რაც მათ სჭირდებათ“, – აღნიშნა ჯონსონმა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინას გუშინ სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img