“IDS ბორჯომის” თანამშრომლებმა პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს.
გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ, ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო. პოლიციელებმა გაფიცულებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რისთვისაც 15 წუთი მისცეს, თუმცა მუშებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვეს.
ადგილზე როგორც საპატრულო, ასევე დაცვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.
ომისა და სანქციების გამო ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა