უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 6 თვის განმავლობაში ოკუპანტებმა ვერ მიაღწიეს დასახულ მიზნებს. ჯერ კიდევ აპრილში, რუსეთის ხელმძღვანელობა დაუბრუნდა უფრო მოკრძალებულ მიზნებს უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში, გააცნობიერა მთელი ქვეყნის დაპყრობის იდეის წარუმატებლობა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს.
„დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეა. 2014 წლიდან დიქტატორი პუტინი ცდილობდა, გამოეყენებინა ძალისა და იძულებითი დიპლომატიის კომბინაცია უკრაინაში რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად და გასამყარებლად და მის სუვერენულ საქმეებში ჩასარევად“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთის მთავარი მიზნები ექვსი თვის წინ იყო უკრაინის ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის უდიდესი ნაწილის ოკუპაცია. თუმცა, რამდენიმე თვის წინ რუსეთის სარდლობამ უარი თქვა ამ მიზანზე.
„დონბასში შეტევა მინიმალურ პროგრესს აღწევს და რუსეთი ელის უკრაინის მთავარ კონტრშეტევას. ოპერატიულად, რუსეთს აკლია საბრძოლო მასალა, აღჭურვილობა და პერსონალი“, – წერს დაზვერვა.