21.11.2024

CDC-ახალი კვლევა Pfizer/BioNTech და Moderna ვაქცინების დოზებზე

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა , რომ Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს კოვიდ-19-ის ვაქცინებმა პირველი დოზის მიღებიდან ორი კვირის ან მეტი დროის გასვლის შემდეგ ინფიცირების რისკი 80% –ით შეამცირა,- შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინფიცირების რისკი 90% -ით შემცირდა მეორე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა, თუ რამდენად შეუძლიათ ვაქცინებს დაინფიცირებისგან, მათ შორის უსიმპტომო დაავადებისგან, დაცვა.

კვლევის ფარგლებში ინფორმაციულ რიბონუკლეინის მჟავაზე (ი-რნმ) დაფუძნებული ვაქცინების ეფექტურობა აშშ-ის ექვს შტატში 13 კვირის განმავლობაში, 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 13 მარტამდე შეისწავლეს. კვლევაში 3 950 მონაწილე იყო ჩართული.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img