22.11.2024

ჩოხატაურში სკოლის მასწავლებელი მოსწავლეზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს

ჩოხატაურში დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეზე სექსუალურად იძალადა.  

როგორც გუშინ, 22 ივლისს, სკოლის დირექტორმა ტელეკომპანია “TV პირველთან”‘ განაცხადა, შემთხვევა, სავარაუდოდ სკოლაში, კომპიუტერების ოთახში მოხდა, სადაც ისტორიის მასწავლებელი აბიტურიენტს ამზადებდა. 

“არასდროს სკოლაში მეცადინეობა არ ჩაუტარებია მას. სახლში ამზადებდა, მაგრამ იმ დღეს კომპიუტერების ოთახში ჰყავდაო. იქ მოხდაო, როგორც ამბობენ. ვიცი, რომ საქმე გამოძიებაშია. სისულელეა, რომ სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. ეს არის კაცის ეტალონი. ბავშვი არაჩვეულებრივი… ბავშვი და მშობელი მოვიდა სკოლაში და მითხრეს, ასეთი ფაქტი იყო და არ დავინახოთ სკოლაში მოსულიო”. – ამბობს სკოლის დირექტორი. 

შსს-ს ინფორმაციითგამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img