აშშ-ის მიერ გამოყოფილი 800 მილიონი დოლარის პაკეტის ფარგლებში, უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის, საბრძოლო მასალისა და უსაფრთხოების დახმარების დამატებითი პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
დახმარების ფარგლებში, შეერთებული შტატები პირველად დათანხმდა კიევისთვის მძლავრი იარაღის, მათ შორის MI-17 ტიპის 11 ვერტმფრენის, 155 მილიმეტრიანი 18 ერთეული ჰაუბიცის და 300 ერთეული Switchblade, იგივე “თვითმკვლელი” დრონის მიწოდებას.