პრეპარატმა პლიტიდეპსინმა, რომელიც ონკოპაციენტების სამკურნალოდ გადიოდა შემოწმებას, წინასწარი შედეგებით კორონავირუსთან ბრძოლის კარგი შედეგები აჩვენა. კვლევები აშშ-ში, დიდი ბრიტანეთსა და ესპანეთში ტარდებოდა.
აღმოჩნდა, რომ პრეპარატი 27.5-ჯერ უფრო ეფექტურია, როგორც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, ვიდრე “რემდესივირი”, რომელიც ვირუსის სამკურნალოდ რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება. შესაბამისი კვლევა ნიუ-იორკისა და სან-ფრანცისკოში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნა.
პრეპარატი, რომელიც უფრო მეტად „აპლიდინის“ სახელწოდებითაა ცნობილი, მსოფლიოში შეზღუდული რაოდენობით 2 000-იან წლებში გავრცელდა. ის მიიღება ზღვის ქორდიანი ცხოველებისგან. პირველად ის Aplidium albicans-ის სახეობისგან მიიღეს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში კუნძულ იბიცასთან აღმოაჩინეს. დღეს ის ხელოვნურად გამომუშავდება. პრეპარატის წარმოების უფლება ესპანურ კომპანია PharmaMar-ს აქვს. სტატიის წასაკითხად გადადით ბმულზე