23.11.2024

დადიანების სასახლის ეზოდან კოლხური ქალი-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალი-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. მუზეუმის დირექტორის ანზორ ოყუჯავას თქმით, მუზეუმის დაცვის თანამშრომელმა დღეს დილით 9-დან 10 საათამდე გეგმური შემოვლისას აღმოაჩინეს, რომ ეზოში ქანდაკება არ იდგა.

შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

სამართალდამცელებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება დადიანების ეზოში 2018 წელს დადგეს. ის ზუგდიდის სოფელ ცაიშში რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება.

2018 წელსვე, სკულპტურა, დადიანების ეზოში დადგმიდან რამდენიმე თვეში უცნობმა პირებმა დააზიანეს. ის აღდგენის შემდეგ იმავე ადგილზე განთავსდა.




 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img