„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს გაურკვეველი ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი შეუძლოდ გახდა და მიწაზე დაეცა.
ამ დროისთვის ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში სამედიცინო დახმარების ჯგუფი გულის ხელოვნურ მასაჟს უკეთებდა და შემდეგ მოედნიდან გაიყვანეს. კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საფეხბურთო მატჩი შეწყდა.