პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, საპატრულო პოლიციამ კი მათ ამის საშუალება არ მისცა. საპატრულო პოლიცის წარმომადგენელმა, გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მათ პროტესტის გამოხატვა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გარეშე შეუძლიათ. ამის შემდეგ, ადგილზე ვითარება დაიძაბა. პოლიციამ ადგილიდან ორი აქტივისტი გაიყვანა. პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციას დილიდან მართავენ.
წყარო 1tv.ge