23.11.2024

დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ როდესაც ჩვენ რუსეთს ვესაუბრებით, საქართველო ყოველთვის არის წარმოდგენილი – ჯეიმს აპატურაი

დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ როდესაც ჩვენ რუსეთს ვესაუბრებით, საქართველო ყოველთვის არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო მიესალმება ბაიდენი-პუტინის შეხვედრას, რადგან დიალოგი არის ნატოს არჩევანი.

ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ აშშ-სა და ნატო-ს ექნებათ სათანადო პასუხი, თუ პუტინი წითელ ხაზს გადაკვეთს.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჟენევაში შეხვედრის შემდეგ ამერიკული მხარე ბრიუსელში მოკავშირეებს გააცნობს მოლაპარაკებების მიმდინარეობის დეტალებს. ეს არის პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერების ძალიან კარგი მაგალითი. ბაიდენი ძალიან მკაფიო იყო რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ და ეს გზავნილები ყველამ კარგად მოისმინა. აშშ-ს სურს, ერთი მხრივ, პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობა, მეორე მხრივ აშშ-ს და ჩვენ, ყველას გვექნება სათანადო პასუხი, როდესაც პუტინი გადაკვეთს წითელ ხაზს.

ნატო-ს გამოვიყენებთ როგორც პლატფორმას, არამარტო ინფორმაციის გასაცვლელად, არამედ დასაგეგმად. საქართველოს უფრო მეტად აქვს დიალოგი რუსეთთან, ვიდრე ნატო-ს, ვგულისხმობ ჟენევის მოლაპარაკებებს, ჩვენ ესეც არ გვაქვს, რადგან რუსეთს დღემდე არ გაუცია პოზიტიური პასუხი ჩვენს წინადადებაზე – ჩატარდეს ნატო-რუსეთის საბჭო. ბაიდენი ეტყვის პუტინს რაც არის ნატო-ს საერთო პოზიცია, რომ უკანონობას არ შევეგუებით. თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ როდესაც ჩვენ, ნატო ვესაუბრებით რუსეთს, საქართველო ყოველთვის არის თემად წარმოდგენილი“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img